ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:
„რუსების საქართველოში მასობრივად შემოშვების თაობაზე მსჯელობის დროს გთხოვთ ერთი რამ გაითვალისწინოთ. როდესაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, კიევში ამოქმედდენ დივერსიული ჯგუფები , ავიაციის და არტილერიის ცეცხლის მაკორექტირებლები, რომლებიც მათ შორის სპეციალურ ნიშნებს ანლაგებდნენ ქალაქებში. როგორც უკრაინის საინფორმაციო საშუალებები გადმოცემდნენ, მათი დიდი ნაწილი კარგა ხანი იმყოფებოდა კიევში, ტურისტების, ბიზნესმენების და ა.შ. სახით. ნაქირავები ჰქონდათ ბინები და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივად იქცეოდნენ. როგორც X საათი დადგა, მათ დაიწყეს დივერსიული მოქმედებები. თუ ჩემი არ გჯერათ გადაამოწმეთ უკრინულ მედიაში. იყო ინფორმაციები ამის თაობაზე. მტერი ძალიან ვერაგია, ძლიერი სპეცსამასხურებით და ყველაფრის მკადრებელი. მათ, ვისაც არ გჯეროდათ ამისი, ახლა უკრაინის მაგალითზე ხომ მაინც დარწმუნდით, რომ დღევანდელი რუსეთი ყველაფრის მკადრებელია? ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო. ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე, ძალიან მაშინებს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესაძლებლობა საქართველოში და სწორედ საქართველოში. ეს რომ ასე ხდება, ამას ადასტურებენ მეზობელი სომხეთიდანაც. მოდის ინფორმაციები, რომ ბოლო დღეებში იქ მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ჩასულთა რიცხვი, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი საქართველოში მოდის. ამიტომ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რა და როგორ უნდა ვქნათ, რა მექანიზმები გაგვაჩნია ჩამოსულთა გასაფილტრად, ან გვაქვს თუ არა საერთოდ ამის რესურსი. იიი, რუსი ლტოლვილები მივიღოთ, რუსი ლტოვილიც ლტოლვილია, ესპანელიც და იტალიელიც, ასეთ არასერიოზულ პოსტებსაც ვკითხულობ. მათ ავტორებს უნდა ვუთხრა, სხვა ქვეყნებიდან დივერსიული ჯგუფების შემოგზავნის საფრთხე ნულის ტოლია, ხოლო რუსები დივერსიული ჯგუფების შემოგზავნას არ იზამენ ან არ იკადრებენო, ჩვენი მხრიდან ამის ფიქრი უბრალოდ ქარაფშუტობა იქნება. შევეშვათ ყალბ ჰუმანიზმს, ქვეყანა ზოგადად დიდი საფრთხის წინაშეა. შპიონომანიის გაღვივება, რა თქმა უნდა, მეორე უკიდურესობა იქნება და საჭირო არ არის, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, უშიშროოების საბჭო და ქართული სპეცსამასხურები ხვდებიან, რომ ასეთ პირობებში დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ, არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.“
კომენტარები