უკრაინაში მცხოვრები შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
“დღეს მორიგი შეხვედრა მომიწია ჯარისკაცებთან. მაშინ როდესაც ჩვენი ნაგავი ზოგიერთი მღვდელი თუ მონაზონი პუტინს ღვთის მათრახად მიიჩნევს და მთელი ეს დღეები სიბრაზისაგან ვიწვი. მაშინ როდესაც პატარა ბავშვები ეწირებიან ამ ომს და სასულიერო სემინარიის ოფიციალური გვერდი, ღრმა მწუხარებით იუწყება რომ მათ სულიერ მოძღვარს ბებია გარდაეცვალა…. აქ ერთი ჯარისკაცი დავინახე, უიარაღოდ, სხვებისგან მხოლოდ დიდი წვერი სათნო სახე გამოარჩევდა, იარაღის ნაცვლად დეკანოზის ოქროს ჯვარი ამშვენებდა მის სამხედრო ფორმას, რომ შევხედე ჭიანჭველების ბუდეში ჩავარდი მეგონა, დავიბენი. გამიღიმა, შემომანათა დიდი სუფთა ჭრელი, სპეტაკი თვალები, კურთხევა ვთხოვე და იძულებული გავხადე ხელზე ვმთხვეოდი, ჩამიკრა გულში, დამლოცა და მადლობა მომიხადა.
მე დღეს თავად ქრისტე ვნახე ამ ომში, ადამიანების მხარეს მებრძოლი, რომელსაც ჯვარი მხოლოდ იმისთვის ეკიდა რომ თავისი მოძღვრის მოვალეობა არ დაეკარგა და ბოლომდე შეესრულებინა.
შევძახე: დიდიება უკრაინას !!!
შემომძახა: გმირებს დიდება!!!
აქ ყველა იბრძვის, აქ ყველა ადამიანია !
კომენტარები