პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსი ჯარების შესახებ “ყალბი ამბების” გავრცელებისთვის თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც, პატიმრობის მცირე ვადაც – 15 წელი – სასჯელის მაქსიმუმია.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, პუტინი აცხადებდა, რომ არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იყო დაღუპული და ეს მაშინ, როცა უკრაინა წითელ ჯვარს სთხოვდა დახმარებას დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადატანაში. უკრაინულ მედიაში, სოციალურ ქსელებზე ვრცელდება არაერთი ვიდეო, სადაც ტყვედჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები მშობლებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ისინი მიატოვეს.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოიღო პუტინმა კანონი. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, უკრაინაში დაღუპული, ან ტყვედჩავარდნილი ჯარისკაცების მშობლებს ჯარიმა, ამ პატიმრომა ელით თუ სიმართლეს იტყვიან და ეს სიმართლე პუტინს არ მოეწონება.
4 მარტს რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ Facebook-სა და Twitter-ზე წვდომა შეზღუდა.
ამასთანვე, რუსეთმა შეზღუდა რადიო თავისუფლებისა და BBC-ის რუსული სამსახურის ვებგვერდებზე წვდომა.
კომენტარები