თამარ გვერდწითელი სოცალურ ქსელში წერს, რომ კრემლში კონცერტზე არ იმღერებს:
„6 მარტს კრემლში გამართულ კონცერტზე თამარ გვერდწითელი არ იმღერებს“
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით, კრემლში გამართულ კონცერტზე სამ ქართველ მომღერალს უნდა ემღერა – სოსო პავლიაშვილს, ქეთა თოფურიასა და თამარ გვერდწითელს. გვერდწითელამდე განცხადება გაავრცელა თოფურიას წარმომადგენელმა „პირადი პრობლემების გამო“ ის არ იმღერებს კრემლშიო.
სავარაუდოდ, საქართველოში აგორებული მძაფრი რეაქციების გამო, მათ ამ კონცერტში მონაწლეობაზე უარი განაცხადეს. სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, ისინი დღეს თუ ხვალ იძულებულები გახდებიან სამშობლოში დაბრუნდნენ, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტლებაო.
კომენტარები