ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და ურჩევს, ძალაუფლება ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადასცეს. მიმართვას კადიროვი საკუთარი ტელეგრამის არხზე ავრცელებს. კადიროვი იმეორებს კრემლის დეზინფორმაციას, რომ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა. დამამცირებელ მიმართვაში კადიროვმა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა.
“ჯერ კიდევ არაა გვიან, სახის შენარჩუნებისა და გზის ღირსეულად გავლის მცდელობისთვის. ნუ შეურაცხყობთ ხალხს. დაბრუნდით, ვლადიმირ! ნუთუ გსურთ სააკაშვილის გზის არჩევა და მთელი დარჩენილი დრო გარბოდეთ, შიშით ჰალსტუხს ღეჭდეთ?… ნუ მოიხიბლებით. განსაკუთრებით. არ მოგმართავთ როგორც პრეზიდენტს. ასეთი უკრაინისთვის კანონის მიხედვით ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება. აი, იმ ლეგიტიმურ პრეზიდენტს გადაეცით ძალაუფლება და მიენდეთ ბედს. იქნებ, მაშინ დარჩეს დანაშაულის ნაწილობრივ გამოსყიდვის შანსები”, – წერს კადიროვი.
წყარო: „ტაბულა“
კომენტარები