“ბიუბიუს” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გადაცემა “Forbes კვირაში” ეხმაურება დასავლეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ასევე საერთაშორისო კომპანიების გადაწყვეტილებას – დატოვონ რუსეთი.
“რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს. რუსმა ხალხმა უკვე იგრძნო უკანსვლა. უმრავლეს შემთხვევაში რუსეთი ნედლეულის იმპორტს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ადგილზე მხოლოდ ფუთავს პროდუქციას, ამის მიუხედავად პროდუქტებს აწერია, რომ “დამზადებულია რუსეთში”. მსგავსად აწარმოებს რუსეთი მედიკამენტებს, რომლის დეფიციტიც მოსკოვში, უკვე შეიქმნა.
მე საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში და წარმოებით ვიყავი დაკავებული, უკვე დაახლოებით 3 ადამიანი დამიკავშირდა მოსკოვიდან და მითხრა, რომ რუსეთში წამლის დეფიციტი დაიწყო, საუბარია ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების წამლებზე, რომელთა მიწოდებაც ევროპიდან მთხოვეს.
იგივე მდგომარეობაა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მიმართულებით, რადგან არც მისი საბაზისო წარმოება არ არსებობს.
ასევე, მეფრინველეობის ინდუსტრიული ჯიშები, რომელსაც რუსეთში იყენებენ, ისიც დასავლეთში იწარმოება. რუსეთს არსებული სანქციების ფონზე ძალიან გაუჭირდება.”
კითხვაზე, გაგზავნის თუ არა “ბიუბიუ” ცხოველური წარმოშობის პროდუქტს რუსეთში და გამოიყენებს თუ არა გახსნილ შესაძლებლობას, რევაზ ვაშაკიძე პასუხობს, რომ არა.
წყარო – BM.GE
კომენტარები