პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლის შემთხვევაში, უკრაინელებს აქვთ „მთავრობის მართვის უწყვეტობის“ გეგმა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
„უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებობს ხელისუფლების უწყვეტობა ამა თუ იმ გზით, და მე აქ გავჩერდები“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე შეაქო ზელენსკი კრიზისის დროს „ლიდერობისთვის“.
„ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, მთელმა მთავრობამ აჩვენა, შესანიშნავია, ისინი იყვნენ ამ წარმოუდგენლად მამაცი უკრაინელი ხალხის განსახიერება“, – აღნიშნა ბლინკენმა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები