დღეს, აქციაზე ადამიანები დააკავეს. მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილიც. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ზუკა ბერძენიშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ის სამართალდამცველებს ეკითხება, რატომ იჭერენ ახალგაზრდებს, თუმცა, პოლიციელთა პასუხია – “ნუ იღებ! ნუ ყვირით!”
“საქართველოს მაგივრად რუსეთის დროშა უნდა გეხატოს მხარზე, რისთვის დაიჭირე, თქვი, მონა, ამოიღე ხმა…” – ეუბნება ზუკა ბერძენიშვილი პოლიციელს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი, გიორგი მჟავანაძე, ზუკა ბერძენიშვილი, გუკა გოლიაძე, ნატა ფერაძე, გვანცა პერტია, ბაჩი ვალიშვილი.
ცოტა ხნის წინ, ნატა ფერაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და კიდევ რამდენიმე ქალბატონი გაათავისუფლეს, ბიჭები კი იზოლატორში გადაიყვანეს.
“15 ადამიანია დაკავებული… პირდაპირ იტაცებდნენ აქციის მონაწილეებს” – მარიამ გეგუჩაძე
კომენტარები