შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენესუელაზე სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს, რათა ქვეყანამ მეტი ნავთობის მოპოვება და საერთაშორისო ბაზარზე მისი გაყიდვა დაიწყოს, რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება კი პირიქით, შემცირდეს, გარდა ამისა, ამ ნბიჯით, რუსეთს, სამხრეთ ამერიკაში მთავარ მოკავშირეს ჩამოაშორებენ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები უკვე ვენესუელაში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები 2019 წელს დაუწესა, ასევე დახურა მისი საელჩო ქვეყნის დედაქალაქში.
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები აქტიურად ეძებენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვის გზებს.
კომენტარები