ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 625-ზე მეტი რაკეტა ისროლა.
პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის თითქმის 100%, რომელიც უკრაინის საზღვართან იყო მობილიზებული, უკვე უკრაინაშია. მათივე ცნობით, ორი მთავარი რუსული კოლონა უკრაინის დიდი ქალაქების ხარკოვისა და კიევის გარეთ არის გაჩერებული.
გარდა ამისა, შედგა აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შორის ვიდეო ზარი და თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა დაადასტურეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რუსეთისთვის სანქციები უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრისთვის. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, გააგრძელონ უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.
სატანკო ეკიპაჟები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთში გადაიყვანეს
კომენტარები