სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, საღამოს ცხრა საათისთვის, წერს:
“ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მოლაპარაკება 5 წუთის წინ დასრულდა, ლაზიკის გუბერნატორობა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს. ხვალ, თბილისის დროით საღამოს 18:00 ზე გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პასუხი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აკმაყოფილებს, მხოლოდ ყოყმანობს, უკრაინიდან წამოვიდეს თუ არა? მისი თქმით უკრაინაში უდიდესი პოტენციალი აქვს და შეიძლება ზელენსკიც კი ჩაანაცვლოს.
წყარო: ertonews.ge”
რა თქმა უნდა, წყარო გადავამოწმეთ და მსგავსი საიტი არ მოიძებნა.
“ალია” დაუკავშირდა პოსტის ავტორს, გიორგი გაბედავას:
“ორივე მხარიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაწყებულია!
იმაზეც მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა!
რა თქმა უნდა, წყაროს ვერ დავასახელებ და თქვენც მიხვდებოდით, რომ წყარო და სხვა დეტალები ხუმრობაა. თუმცა, ცხადია, ჩემი ხუმრობა რა მოსატანია ივანიშვილისა და სააკაშვილის ამდენწლიან “ხუმრობასთან”
ალია
კომენტარები