სოციალურ ქსელში, ბათუმის ჯგუფში ქ.ქ. წერს:
“9 თვის ფეხმძიმეს ბინას მაცლევინებენ, რო არ მიღირს შენი 500 ლარი, უკეთესს ვკარგავ და დამიცალე ბინაო… ასე რომ ხალხო, კედლებზე წინ ღირსება ჰქონდეთ ფასეული, თორემ მე ცხოვრებაც მაქვს და ყველაფერიც საზღვარგარეთ, დროებით ვარ საქრთველოში და აქ მგონია ჩემი თავი ემიგრანტი ისეთ რამეებს ვაწყდები! სირცხვილია… ფული საჭიროა, მაგრამ ფულში ღირსების გაცვლა ძალიან სირცხვილია. აქციებზე სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელებს, არიქა შეგიფარებთ უფასოდო… ჩვენ ვცხოვრობთ და დაგვიცალეთ უკეთეს მიღებას ვკარგავო… ეს ვართ ქართელები… დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! – წადით ახლა და იძახეთ, ააწყვეთ მოღალატე რუსებზე ერთთვიანი ბიზნესი და ბანკომატები რომ დაებლოკებათ, მიუყვანეთ პოლიცია, დამიცალეთ ბინაო და მერე მოვა პუტინი თქვენთანაც კონდახით…
მიმოწერა მაქვს, მაგრამ გული არ მაქვს უკვე ამ ადამიანს რამე ველაპარაკო, ვედაო, ვეხვეწო, ზედმეტია საუბარი. თუ ვუჩივლებ, ესაა მხოლოდ. 500 ლარს ვუხდი. საავადმყოფოს კარზე ვარ… არცერთი წამი ქირა არ დამიგვიანებია. სულ ნაადრევად ვუხდი და ბინას ვუფრთხილდები. ”
კომენტარებში წერენ:
“პირადად მე ევრორემონტით მაქვს ჭავჭავაძეზე ქართველზე გაქირავებული 500 ლარად და არც ვაპირებ რუსების და მაგათ მოდგმის გამო გარეთ გავუშვა და დავაცლევინო ჩემ ქართველს ბინა”
“და შერჩებათ რუსი ხახვივით, ფულსაც რომ ვეღარ გადაუხდიან და ვერც ბინიდან გამოუშვებენ, ღირსიც არიან მასეთი ადამიანები.”
“ამ წუთას პაციენტი მყავდა რომელმა გულდაწყვეტით მომიყვა რომ მას ბინის მეპატრონემ ფასი გაუძვირა ან მოსთხოვა დაეტოვებინა, ბათუმიიი ნუ გაყვები რუსკი კარაბლს რიჟვაძესთან ერთად”
კომენტარები