სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვა აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა, დააკავეს. მან ადმინისტრაციის შენობას რამდენიმე კვერცხი ესროლა.
შოთა დიღმელაშვილი:
-მე მაქვს აქ ერთკაციანი აქცია. მე აქ დავუშენ კვერცხებს იმ ფანჯარას, რომელზეც მეტყვით. დიდი მადლობა და დატკბით სიამოვნებით
ჩანს, როგორ ესვრის დიღმელაშვილი კვერცხებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას და ისმის პოლიციელთან შელაპარაკებაც.
პოლიციელი:
-რატომ ესვრი კვერცხებს?
შოთა დიღმელაშვილი:
-იმიტომ, რომ გუშინ უკანონოდ დააკავეს ადამიანები. ჩემი ასეთი პროტესტის ფორმაა.
პოლიციელი:
-წამობრძანდით.
შოთა დიღმელაშვილი:
-შეიძლება ეს კვერცხიც ვესროლო?
პოლიციელი:
-არა, არ ესვრით.
შოთა დიღმელაშვილი:
-ჯიბეში ხო არ ჩავიდებ, გამიტყდება.
პოლიციელი:
-თქვენი სახელი და გვარი?
შოთა დიღმელაშვილი:
-შოთა დიღმელაშვილი. რას მერჩით? შენობას ვესვრი კვერცხებს. ეს არის არაძალადობრივი პროტესტი.
გუშინ, 7 მარტს, პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, მათგან დაკავებული სამივე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დაკავებული კაცები კი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან.
კომენტარები