დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15-დღიანი გაიდლაინის გადახედვას და ახალი გაიდლაინების გავრცელებას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ნორმალურ სამუშაო ძალასა და ეკონომიკას დაუბრუნდეს.
„ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. პირდაპირ გეტყვით, თვეებს ვერ დაველოდებით, ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შედეგები თანდათან უარესდება.
„ის უარესდება, თუმცა ვცდილობთ, ნაკლებად ცუდი შედეგები გვქონდეს, ცხადია, გარკვეული დროის მანძილზე რიცხვები გაიზრდება, თუმცა, შემდეგ კლებას დაიწყებს,“- განმარტა დონალდ ტრამპმა და დასშინა, რომ “აშშ ბიზნესისთვის მალე გაიღება.”
შეგაზსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 43 734-მდე, გარდაცვლილთა კი – 553-მდე გაიზარდა.
კომენტარები