კორონავირუსით დაინფიცირებულებს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება უქვეითდებათ – აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკელი და ბრიტანელი ექიმები პაციენტებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ.
ამერიკელი მედიკოსების თქმით, COVID-19-ის ორგანიზმში შეღწევისას სხვადასხვა გვერდითი სიმპტომები ახლავს თან, რომელთაგან ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება ერთ-ერთი პირველია და ის პაციენტთა უმეტესობას აღენიშნებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან პაციენტთა 30%-ს სწორედ ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა) აღენიშნებოდა.
როგორც ბრიტანელი ექიმები მოგვიწოდებენ, იმ შემთხვევაში, თუ კავშირი გვქონდა კორონავირუსით დაავადებული პირის სავარაუდო კონტაქტთან და გემოსა და ყნოსვის შეგრძნებასთან პრობლემები გაგვიჩნდა, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ თვითიზოლაციას მივმართოთ ან კარანტინში გადავიდეთ და ანალიზის პასუხს დაველოდოთ.
კომენტარები