მთავრობის ადმინსიტრაციაში უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედებს.
„ მიმოსვლის შეზღუდვა. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ.
ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა, გარდა ემ-2 და ემ-3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.
თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა ემ-2 კატეგორიისთვის.
საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვები:
საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ადინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი.
აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი- ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ასევე, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა.
ღონისძიებების აკრძალვა:
აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. რაც შეეხება შეკრებებს, მანიფესტაციებს და თავშეყრის შეზღუდვას, აიკრძალვა შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს. ისეთები, როგორიც არის სხვადასხვა სახის სარიტუალო ღონისძიებები.
10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცის სამინისტროს რეკომენდაციებს.
რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს:
რესტონებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიქტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანზე სერვისის და ე.წ. დრაივის მომსახურებით.
კომენტარები