კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი “აჭარის ტელევიზიის” ეთერში საუბრობს.
“აი, რა სანქციები? რით უნდა დააწესოს საქართველომ სანქციები. წყალი, გაზი, დენი, ბორჯომის წყალი, ყველაფერი მივყიდეთ რუსეთს, რა გვაქვს, მანდარინი? რა სანქციები, რის სანქციები, გამაგებინეთ. ეკონომიურად რა გვაქვს, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ეს ხომ ტყუილი ბაზარია… მე მაგალითად ვემხრობი და ვთვლი, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ხელისუფლება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იზრუნო ადამიანზე, როგორ უნდა დაიცვა ადამიანი და შენი ხალხი უბედურებისგან, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო.”
კომენტარები