გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაცია ,,ქრონიკას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ჩვილს ხველა აღენიშნებოდა, ამიტომ საეჭვო სიმპტომების გამო, ის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, მას უკვე აუღეს ანალიზები და უახლოეს საათებში კორონავირუსის შესახებ პასუხი იქნება ცნობილი.
„დედა თურქეთის მოქალაქეზეა გათხოვილი. როგორც გავიგეთ, ისინი თურქეთიდან 9 მარტს დაბრუნდნენ, რა დროსაც ოჯახის წევრებს ჰქონდათ მწვავე ვირუსული ინფექცია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზენით აუცილებელია ამ ბავშის გამოკვლევა“, – განმარტავს ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე.
ბოლო ინფორმაციით, წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან კიდევ 2 მამაკაცი, მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმტომებით გორისა და თბილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთს აქვს აზერბაიჯანში მოგზაურობისს ისტორია, ხოლო მეორე ქუთაისის აეროპორტში იმყოფებოდა. ორივე მათგანს კორონავირუსზე ჩაუტარდება კვლევა, რომლის პასუხი ცნობილი დღეს ან ხვალ დილით გახდება.
იმედინიუსი
კომენტარები