უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა:
“ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ, რა ხდებოდა უკრაინაში, ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები – თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ.
დღეს ვესაუბრე შარლ მიშელსა და უსრულა ვონ დერ ლეიენს. ასევე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს. ბორის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! პარტნიორები ბოლომდე არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც მარიუპოლში ხდება. ასვეე, იციან სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ვმუშაობთ, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მიიღოს და ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გახდეს.
ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია!
დიდება უკრაინას!”
კომენტარები