მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“თუ კი რაიმე საამაყო ჰქონდა ამ ქვეყანას, და ბევრი ჰქონდა ჭეშმარიტად, საუკუნეებით ნაგროვები – ამ ბოლო თაობებმა გავაბათილეთ ფაქტობრივად. გავანულეთ. ეს ქვეყანა აღარ არის, როგორც ასეთი, თავისი არსით. უბრალოდ, გეოგრაფიული ერთეულიღა დავრჩით. და ამ ფორმითაც რამდენ ხანს შევნარჩუნდებით, უფალმან უწყის… და მოგახსენოთ, ესე ყოველი, ვისი, რისი ბრალია? არც ამ წარაკუა მთავრობის, რომელიც, ნორმალური და შემდგარი საზოგადოების პირობებში უკვე სისხლის სამართლის კოდექსით უნდა სამართლდებოდეს სამშობლოს ღალატის მუხლით. არც რაიმე დიდი და ვერაგი მეზობელი ქვეყნის, არც ღმერთის ნების თუ ბედისწერის, – ჩემი და შენი, ჩვენი ბრალია. დღეს მე და შენ, ჩვენ, ხალხი, სამყაროს მიერ ბრალდებულები ვართ საკუთარი სამშობლოს მკვლელობაში, მთელი ტანით, მეთევზის ალღოთი შევიგრძნობ ამას…
დაე, ჟღერდეს ჩემი სიტყვები პათეტიკურად. აი ამ ჩემს @ლეს კიდე. სლავა უკრაინე…”
კომენტარები