„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში საკუთარი მეგობრების ისტორიას ყვება, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომი აღენიშნებათ.
„გუშინ ორი ჩემი ნაცნობი მივიდა თბილისის კლინიკებში, სიმპტომები – ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სისუსტე – გასინჯეს, ერთს უთხრეს, ფილტვები სუფთაა და თავისუფალი ხარო, მეორეს – ხვალაც თუ გექნება სიცხე, გამოიარე, ფილტვებზე რენტგენი გადავიღოთო. ტესტი არ გაუკეთეს, ალბათ იმიტომ, რომ პანაცე არაა.“
კომენტარები