საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, უკრაინის რადას თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს. ყაველაშვილის განმარტებით, რუსეთისთვის რძის პროდუქტების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლისთვის მიიღეს. ხოლო რაც შეეხება უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, უმრავლესობის დეპუტატის აზრით, საქართველო ყველაზე მეტს აკეთებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ხელისუფლება იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, ოღონდ შესაძლებლობებიდან გამომდინარე…
ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოსავალი წერტილი არის თავიანთი ქვეყნის ინტერესები. რატომ არ ებმებიან ომში მაშინ? ჰკითხეთ მაშინ…
მორატორიუმია, არ შეიძლება, რომ მე ახლა ჩავერთო და გონჩარენკოს ვუპასუხო, რისი ღირსიც არის. იმ ადამიანებს ვუპასუხო, რომლებიც რაღაცნაირად ხელს იშვერენ და საომარ მდგომარეობაში მყოფები ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ განაცხადა ყაველაშვილმა.
კომენტარები