უკვე რამდენიმე კვირაა რიგმა ქვეყნებმა კარანტინი გამოაცხადა, რაც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ნაწილობრივ ან საერთოდ ზღუდავს.
ესპანეთი ევროპაში ამჟამად იტალიის შემდეგ ყველაზე საშიში ადგილია. ისევე როგორც პანდემია, რთული აღმოჩნდა კარანტინის წესის დაცვაც.
ესპანეთის ქალაქ მურსიაში ერთ-ერთი მოქალაქე ტირანოზავრი T-Rex-ის ფორმაში გამოეწყო და გარეთ გავიდა. მას პოლიციელები მიუახლოვდნენ და ამის ამსახველი ვიდეო მეზობელმა გადაიღო.
მოქალაქე არ დაუკავებიათ და მან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, რომ თუ არ არსებობს აუცილებლობა, დარჩეს სახლში.
„შიშის დროს დასაშვებია შინაური ცხოველების გასეირნება, თუ მათ თან ახლავს ადამიანი, თუმცა ტირანოზავრი რექსის კოსტიუმი მაინც ვერ დაგიცავთ. დარჩით სახლში“, – წერს ტვიტერზე ქალაქის პოლიცია.
კომენტარები