ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 4 თვის ნიკოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.
“სასწრაფოდ უნდა შეგროვდეს 5000$, 4 თვის ნიკო უნდა გადარჩეს! 24 წლის მამის ერთადერთი შემოსავალი მიმტანობაა, დედა კი 18 წლისაა და ახლა ბავშვთან ერთად იმყოფება თურქეთში. აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, სპეციალური ფონდიდან ოჯახს უკვე გამოუყო სოლიდური თანხა. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებასაც. მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვმა სასწრაფოდ გაიკეთოს ოპერაცია, აუცილებელია 5000 $-ის მობილიზება . ანგარიშის ნომრები კომენტარებშია”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
Paypal:
nanukasfund@gmail.com
მიმღები: Nanuka’s Fund
კომენტარები