პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ეს პირი არის არნო ხიდირბეგიშვილი, საინფორმაციო-ანალი-ტიკური სააგენტო “საქინფორმის”, გენერალური დირექტორი. მისი ეს განცხადება ვნახე ჩემი მეგობრის კედელზე და ვერ დავიჯერე, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე შეიძლება აკეთებდეს და საერთოდ ბედავდეს ასეთი განცხადებების გაკეთებას. შევედი მის გვერდზე და თავად აქვს თავისი ინტერვიუდან ამოღებული ეს ამონარიდი გამოფენილი. ჩემ მეგობარს არ მივბაძავ და რასაც იმსახურებს იმ სიტყვებს აქ არ დავწერ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: ლუსტრაციის კანონი რომ გვქონდეს მიღებული და აქ პრორუსულ რბილ ძალას არ აბლატავებდეს ხელისუფლება, ასეთებს მშვიდობიან დროს ქვეყნიდან გააძევებდნენ, ხოლო ომის დროს დახვრეტდნენ, რომ ასეთმა ზურგში არ ესროლონ პატრიოტებს. სირცხვილია! უსაზღვრო, უკიდეგანო, წარმოუდგენელი სირცხვილია ასეთები რომ ხმას იღებენ ოკუპირებულ საქართველოში.
კომენტარები