ვერსალში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ “ევროპულმა საბჭომ “აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები”.
განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაავრცელა.
“ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”, — ნათქვამია განცხადებაში.
საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით.
კომენტარები