საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის live-ვიდეოში საუბრობს:
“შეიძლებოდა მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევისთვის თავის არიდება, რომ ჩამოგვეტანა დროულად ტესტები. რა გახდა ასეთი, გაუჩენელს ვაჩენდი ხოლმე.
რაც შეეხება ემიგრანტებს – სანამ ფულს რიცხავდნენ და მათი ფულით ივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი, ისინი ყველას უნდოდა, ახლა როცა გაუჭირდათ და მოაშურეს ქვეყანას, მათ არ უშვებს მთავრობა – არ არის მათი პრობლემა, რომ ვერ შექმენით კარანტინები, 48 საათიც საკმარისი იყო მაგისთვის.
,რადგან ასე ცუდად წავიდა ყველაფერი, მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ, უკვე მყავს 2 მოხალისე ექიმი, რომლებიც მათ მოუვლიან.. მართალია „ემერჯენსი”, რომელიც იქვე გვერდზე იყო ჩემს მიერ გახსნილ საავადმყოფოში, მთავრობამ დახურა, მაგრამ თელავში გადაიყვანენ, თუ რამე გართულდა.
დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, არ ჩავუდგეთ ერთმანეთს კრიჭაში.
რაც შეეხება ეკონომიკას – არ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ბანკების ქონებას გადაარჩენს – საკმარისად ძარცვეს ქვეყანა.
ვთავაზობ ბანკებს, შევქმნათ სოლიდარობის ფონდი და მოგების ნახევარი გადარიცხონ”
კომენტარები