ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმ იმედზე, რომ ჰომეოპათიური და რაღაც ასეთი საშუალებები კორონავირუსიგან დაგიცავთ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჰომეოპათიური მეთოდებით იმუნური სისტემის გაძლიერების შესახებ დასმული შეკითხვას.
„წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს იტალიას, ესპანეთს ან საფრანგეთს? – ეგ რომ წამალი იყოს და ეგ რომ კორონავირუსს შველოდეს, წაიყვანდნენ თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ ეს ქვეყნები გადარჩეს. მაშინ ჯერ იმ ქვეყნებს დაეხმარონ, ჩვენ ჯერ კარგად ვართ“
კომენტარები