უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვაზე დაყრდნობით, განცხადებას ავრცელებს და იუწყება, რომ რუსეთის მხრიდან იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ – მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა.
შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების ხელშია. უკვე მეორე დღეა უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არსებობს გაჟონვის საფრთხე, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კომენტარები