ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის აპლიკაციების განხილვაც იგეგმება.
“განვსაზღვრეთ ახალი სტრატეგია, რათა ევროპა გახდეს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. საუბარია ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებზე. განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს, გვაქვს განაცხადები, რომელიც მოლდოვამ და საქართველომ შემოიტანეს და სწორედ მათ განვიხილავთ დღეს”,- თქვა მიშელმა.
კომენტარები