გიორგი ჯავახაძე, ალია
ქართულმა ოცნებამ ახალი სპეცოპერაცია დაიწყო – გადავარჩინოთ პუტინი და მისი გარემოცვა, მისი მომხრეები და მისი პოლიტიკის გამტარებლები!
მაშინ, როცა მთელი მსოფლიო – პუტინ ..უილოს გაიძახის – ქართულმა ოცნებამ ახალი სპეცოპერაცია წამოიწყო, გადავარჩინოთ პუტინი!
6 მარტს, როცა ამ წერილს ვწერ, რუსეთში, რუსეთის მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში და აპროტესტებენ პუტინს, მის რეჟიმს კი ნაცისტურს ეძახიან და ამ დროს, ქართული ოცნება იწყებს საქართველოში სპეცოპერაციას – გადავარჩინოთ პუტინი!
მეტიც, ქართული ოცნება მზადაა ჩვენგან, ქართველი ხალხისგანაც გადაარჩინოს პუტინი, თუ ამის საჭიროება დადგა.
იტყვით ახლა რა სჭირს პუტინს ჩვენი გადასარჩენი, იმდენი ფული აქვსო… ფული პუტინს იმიტომ უნდა, რომ ზოგჯერ დახარჯოს ხოლმე, გარდა ამისა, პუტინს სჭირდება რომ მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს თავი და იმ არჩევნებშიც იმდენი ხმა მაინც მიიღოს, რომ გაყალბება ფიზიკურად იყოს შესაძლებელი.
რაში ვჭირდებით პუტინსო, ამბობენ და რატომ წაგვართვა მაშინ მიწები, თუ არაფერში ვჭირდებოდით, რატომ და ვინ აფინანსებს ამდენ პრორუსულ პარტიას საქართველოში? ამდენ პრორუს ჟურნალისტს საქართველოში? ამდენ პრორუსს არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში? ძალიან ბევრნი ხომ არ არიან იმის ფონზე, რომ პუტინს არაფერში ვჭირდებით?
როგორც ამბობენ, რუსეთში უკვე შეიქმნა მედიკამენტების დეფიციტი, რადგან, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შეფუთვა ჰქონია რუსეთს “დამზადებულია მოსკოვში”, გამოიცანით, საიდან იყიდის ახლა მედიკამენტს? ჩვენ, ქართველები შემოვიტანთ რუსეთიდან იაფად მედიკამენტებს და მივყიდით ერთმორწმუნე, მოძმე რუსეთს. თან ახლა რეგულაცია უკვე ისეა დაყენებული, რომ უპრობლემოდ შეგვიძლია თურქეთიდან შემოვიტანოთ მედიკამენტი. დამთხვევაა უეჭველად კი, საქართველო რომ სანქციებს არ შეუერთდა და პარალელურად, თურქეთთან წამლის შემოტანის თემა რომ დაარეგულირა და ეს ყველაფერი, სწორედ პირდაპირ რომ დაემთხვა ომსა და სანქციებს. აბა, რა, დამთხვევა იქნება ან ეშმაკის საჩუქარი პუტინისთვის.
დამთხვევაა, კი, აბა რა, 2020 წლის მერე რომ რუსული ბაზარის გახსნაზე მიდის, თურმე, მოლაპარაკება და ახლა რომ გვიხსნიან ბაზარს.
5 მარტს, რუსეთს-უკრაინას შორის მოლაპარაკება შედგა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიყვანა უკრაინულმა მხარემ თავშესაფრიდან ქალები და ბავშვები, ჩასვა ავტობუსებში და სწორედ მაშინ დაბომბეს რუსებმა ეს ავტობუსები – რათა მეტი უიარაღო, მეტი უდანაშაულო ადამიანი მოეკლათ. მოკლეს კიდეც წლინახევრის ბავშვი.
სწორედ ამ დროს, რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ ქართული და რუსული მხარე და თურმე, ნუ იტყვი, განიხილავდნენ რუსულ ბაზარზე სანქციების მოხსნას და კიო, რუსეთმა მოვხსნი სანქციებსო, თუ შემომიტანთ რძეს, ყველს, მაწონს, არაჟანს და ღვინოსო…
ის კი არ თქვა რუსეთმა, თუ შემომიტანთ რძის პროდუქტს, ღვინოს და რაც დამჭირდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებთ, ან ხორბალი რომ გითავდებათ, იაფად მოგყიდით სამაგიეროდო, არა, ბაზარს გავხსნით, თუ შემოგვიტანთო… ვახ, ჩვენი მიტანილი პროდუქტი უნდა და ცხადია, ბაზარს გახსნის, მა, რას იზამს, აქეთ ვიდებთ ვალს? ხოდა, ქართული მხარიდან, კაცი არ აღმოჩნდა, ვინც ეტყოდა, კიდე რა გინდა, პუტინ .@უილო არ გინდაო? პირიქით, უსინდისოდ გვიმტკიცებენ ახლა, რუსულ ბაზარზე შეზღუდვის მოხსნაზე 2020 წლიდან გვაქვს მოლაპარაკება და უბრალოდ ახლა, ომსა და სისხლისღვრას დაემთხვაო.
მთელი მსოფლიო სანქციებს რომ უწესებს რუსეთს, რადგან აიძულოს რუსი ხალხი, დაინახოს სადამდე მიიყვანს მას მკვლელი პუტინი, ამ დროს, ქართულმა ოცნებამ წამოიწყო სპეცოპერაცია – გადავარჩინოთ პუტინი და ვოვაჯან, არ ინერვიულო, მოგიცუნცულებთ, კიდევ რა პროდუქტი გიდნდათო?
საქმე ისაა, რომ ქართული კომპანიები, რომც დათანხმდნენ რუსეთისთვის რძის პროდუქტების მიწოდებას, ვერ გაწვდებიან ამხელა ბაზარს ფიზიკურად, თითოეულმა მინიმუმ ორი იმდენი ახალი ქარხანა უნდა გახსნას, რაც ახლა აქვს, რუსეთში გასატან პროდუქციას რომ გაწვდეს და ფული კი არ არის პრობლემაა, ააგებს მაგ ქარხნებს, მაგრამ რუსული ბაზარი უკონტროლო გახდა და რა თავი სტკივათ? ან მთელი მსოფლიოდან მსხვილი კომპანიები რომ ტოვებს რუსულ ბაზარს და ამ დროს ქართული კომპანიები შევლენ ოკუპირებული ქვეყნიდან – ძალიან უღირსი საქციელია. თუმცა, მთავარია ბაზარზე აკრძალვა მოიხსნას და რა პრობლემაა? საქართველო კი არ არის სანქციერებული, იყიდის რუსეთისთვის, შემოიტანს და მიუცუნცულებს. კარგ გემრიელ პროცენტსაც ჩაიხუტებენ და ფული გატყდება მაქსიმუმ 100 კაცზე და სირცხვილი კი მთელ ერზე.
უკრაინულმა მედიამ დაწერა ახლა, როცა რუსულ მედიაში, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე გავრცელდა ინფორმაცია, არ დაიჯერა უკრაინამ და დაუკავშირდა ქართულ მხარეს, თუმცა, ქართულმა მხარემ ისინი მოატყუა და უთხრა, რომ რუსულ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, 24 საათში კი, თავად დაადასტურეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავაჭრო ურთიერთობებზეო.
ანუ, საქართველო გადაიქცევა გადამყიდველების, ჩარჩების ქვეყანად, რუსეთის მომარაგების ბაზად, რუსეთის გუბერნიად ნედლეულის განხრით.
ნატოს ბაზა არ გვინდა ქვეყანაში, საერთოდ არავისი ბაზა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდაო – ფქვილის, მაწონის, კარაქის მომმარაგებელ ბაზად გადაქცევა ხომ გინდათ? უღირსების, მატყუარების, ორგულების, მოღალატეების, მონების გუბერნიად გადაქცევა ხომ გინდათ?
არ შეუერთდა სანქციებს საქართველო და დააწვა რუსი ჩვენკენ, ზოგს ბიზნესი გადმოაქვს, ზოგი სახლს ყიდულობს, ზოგი კი ჯერ ქირაობს მხოლოდ სახლს და ელოდება, რა მოხდება. ატყდა განხილვა, უნდა შემოვშვათ თუ არა პუტინის რეჟიმისგან გამოქცეული რუსი საქართველოში? ძალიან სასაცილო ხალხი ვართ, ქართული ოცნება საქართველოს ტერიტორიაზე პუტინის მოწინააღმდეგე რუსს გააჭაჭანებს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დოჟდის” ჟურნალისტი არ შემოუშვეს საქართველოში. სამაგიეროდ უშვებენ ყველა დანარჩენს, რათა გამოვაზამთროთ, რათა სანქციები არ იწვნიონ ჯიბეზე, თორემ, აბა, რუსეთი არ იბომბება და ლტოლვილები ეგენი არ არიან. ასე რომ, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეს ვინ შემოასუნინებს ქვეყანაში – სულ პუტინის მომხრეები შემოდიან…
რადგან მთავრობა გამოგვადგა ჩვენც @უილო, რამდენიმე ქართულმა კომპანიამ განაცხდა, მე არ მოვემსახურები რუს მოქალაქეს, ან პირობებით მოვემსახურებიო, ოჰო, ამოხტა აქეთ კობახიძე ტუფლებიდან და იქეთ პუტინი, კობახიძემ ბრძანა, რუსი მოქალაქეების არმომსახურება დისკრიმინაციაა და ვინც მაგას გაბედავს, დაისჯება, კანონსაც ვამკაცრებო. იქეთ პუტინმა ბრძანა, რაღაცა მეზობელ ქვეყნებში, რუსოფობების ხმა მესმის და გაკვირდებით და იცოდეთო. დამთხვევაა ეტყობა, კობახიძის და პუტინის განცხადებები რომ ასე ჰგავს ერთმანეთს, აბა, ისე როგორ იქნება?
ხოდა, სპეცოპერაცია, გადავარჩინოთ პუტინი, უკვე ჩაშვებულია, მოწონებულია და მალე ამოქმედდება, ცალკე საქნციებს გამოქცეულ რუსებს უნდა მოვემსახუროთ და ცალკე რუსეთში მცხოვრებ რუსებს არ უნდა მოვაკლოთ რძე და ყველი, …უილო არ გვინდა, ჩვენიც გვეყოფაო, შემოუთვლით.
ამასობაში, სერგეი გავრილოვმა განახადა, “თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს შეინარჩუნებს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, პირდაპირი რეისების აღდგენა შესაძლებელი გახდებაო” კაი, კაცო… რას მეუბნები… ეს რეისებიც თავისთვის სჭირდებათ ახლა, თავისი მოქალაქეების ჩამოსაყვანად. ჩემი მოქალაქეები რომ გადმოვაფრინო, რეისებს აღვადგენ და სამაგიეროდ, შენ ვალში იქნები და ამას გააკეთებო… და ქართული მხრიდან ამჯერადაც არ აღმოჩნდა ერთი კაციც, რომ ეთქვათ, პუტინ …უილო, არ გინდათო? იმის ნაცვლად, რომ რუსეთს ეთქვა, მოდი, ოკუპირებულ სამაჩაბლოს და აფხაზეთს დაგიბრუნებ, თუ შენ პირდაპირ ფრენას აღადგენ და ჩემ მოქალაქეებს შეიფარებო – ფრენას აღვადგენ და ჩემ მოქალაქეებს ჩამოვიყვან, თუ ჭკუით იქნებიო… მერე იტყვიან, მონებს რატომ გვეძახითო… თუ ჭკვიანად ვიქნები, თუ დავემონები, მომცემს უფლებას, თურმე, რომ პუტინს მოვემსახურო. რა პატივია ღარიბაშვილისთვის, კობახიძისთვის, პაპუაშვილისთვის, რა პატივია ივანიშვილისთვის.
აბა, ომი გინდათ?
არა, ბლინ, რუსეთის გუბერნიად, რუსეთის მოსამსახურედ დაგომა გვირჩევნია!
ამასობაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის ეძებს გასაქცევს საფრანგეთშიო, ამბობენ და იმიტომ აქვს დაჭკვიანებული ტონიო, ვნახოთ, ვნახოთ, რაც მეტად განერთხება ქართული ოცნება პუტინის ტერფთან, მით მეტად დაკარგავს შანსს ივანიშვილი სადმე გაიქცეს!
პარალელურად, გაწყდა უკრაინაო, გახარებული სახეებით გვამცნობენ ხოლმე – ურაინაში დიდია მსხვერპლი, კი, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც რუსეთში გაითიშა – ხოდა, რომელს უფრო ეშინია ინფორმაციის გავრცელების პუტინს, თუ ზელენსკის? თუ ასე კარგად მიდის პუტინის საქმე, რას უშლის ეს სოციალური ქსელი ხელს? ნახავდა რუსი ხალხი, როგორ “გაიმარჯვა” პუტინმა და იზეიმებდა, მიულოცავდა, არა?
პუტინმა განაცხადა, მალე საომარ მდგომარეობას გამოვაცხადებ ქვეყანაშიო – ამით კიდევ ერთხელ აანონსებს მესამე მსოფლიო ომს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ აი, ჯერ არც კი დაუწყია ომი. ბევრია რუსეთის ტექნიკაო – კი, დიდია, მაგრამ რამდენს აქვს ცვეთის ვადა გასული, იმ 2015 წელს ვადაგასული “პაიოკებივით”,რომელსაც რუსის ჯარს ურიგებენ? როდის განაახლა ბოლოს? როდის დახარჯა ბოლოს სამხედრო ტექნიკაში ფული? ბევრი ჯარისკაცი ჰყავს რუსეთსო – კი, ჰყავს, გერმანიას რომ ეომებოდა მაშინაც ბევრი ჯარისკაცი ჰყავდა, თუმცა, კავკასიელი ხალხის გარეშე, ჩემ ფეხებს მოიგებდა იმ ომს! ბევრი ჯარისკაცი ჰყავს, მაგრამ რამდენი დარჩა კარგად გაწვრთნილი? ბევრი ჯარისკაცი ჰყავს, მაგრამ რამდენს უნდა მოძმე უკრაინელების დახოცვა? ბევრი ჯარისკაცი ჰყავს, მაგრამ თუ ჩეჩენი მებრძოლებისთვის, ირანელი და ერაყელი მებროლებისთვის გახსნიან უკრაინულ საზღვრებს – ასი ათასობით მეომარი დახვდება, ვისაც ერთი სული აქვს, მინიმუმ ერთი რუსი მაინც მოკლას. უამრავი მოხალისეა უკვე ჩასული უკრაინაში და ჯერ მათ ბრძოლაც არ დაუწყიათ. ამერიკა დათანხმდა, თვითმფრინავებით მოამარაგოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უკრაინა და შემდეგ, ამ ქვეყნებს, ვინც უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის, ახალი თვითმფრინავებს ჩაუყვანს თავად. მოკლედ, ომი მართლაც წინაა, მაგრამ ამ ომში ჯერ წაგებული რუსეთია, მიუხედავათ იმისა, რომ გამწარებულნი ბომბავენ უკრაინელ ბავშვებს, ხოდა, ჩვენც, ქვეყანა, წაგებული პუტინის მხარეს ვართ ამ ომში… დაუძლეველი სურვილი აღმოაჩნდა “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ და ფიზიკურ სამარეში ჩაგვაყოლოს საქართველო პუტინს!
ამასობაში, უკრაინამ დაიწყო იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ომის პროპაგანდას ეწევა და ქართველი თინა კანდელაკი მოხვდა ამ სიაში. უკრაინა ითხოვს ამ ადამიანებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს და თუ ეს მოხდება, რას იზამს საქართველო, შეიფარებს ძებნილებს, თუ არა?
და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო სპეცოპერაცია – გადავარჩინოთ პუტინი და უკვე საუბრობენ ბიზნესმენები იმაზე, რომ შესაძლოა, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენი ქვეყანაც მოექცეს სანქციების ქვეშ. რას ნიშნავს, აგიხსნით ახლავე – ჩვენთანაც გაგვიუქმდება ბარათები, გავლენ დიდი კომპანიები, უმუშევრობის დონე მოიმატებს ბეევრად, შეგვიწდება ყველა დახმარება და უამრავი საჯარო მოხელე დარჩება ხელფასის გარეშე… რაც მთავარია, გასაქცევიც არსად გვექნება, რადგან სანამ პუტინის გადარჩენით იყო ქართული ოცნება დაკავებული, ყველა ხიდი დაწვა მეგობრებთან. არავის უნდა მონა და ფლიდი, არავის უნდა ორგული და მოღალატე.
ამასობაში, ქართული ოცნების მთელი აქტივი, საჯარო მოსამსახურეები, ვეტერანი ოცნებისტები, ოცნების ჯიბის ჟურნალისტები, თუ შლიაპა ანალიტიკოსები, ზელენსკის და უკრაინელ ხალხს ან ლანძღავენ, ან დასცინიან, ან მიტოვებულებს ეძახიან, ან იმას წერენ, უკვე გაწყდნენო, ან გატიალდნენო, ან მის მფრინავებს დასცინიან, როგორ ჩამოაგდებდნენ ამდენ რუსულ მფრინავს, ტყუილიაო და აზიარებენ რუსული მედიის, ანუ, პუტინის ინფორმაციას. ა.შ. ხოდა, არის ლაიქები და გულები, რამდენი დაფიქრდება, რამდენს სიმართლე ეგონება.
ერთ საჯარო მოხელეზე გიამბობთ, იანვარში თავისით მომწერა ეს ტექსტი, სადაც ყველა მაინდენტიფიცირებელი ნიშანი წავშალე:
“ფეოდალურ ოლიგარქიული რეჟიმია!.. მათი ნასუფრალისა და ტაშის მკვრელების ინტერესებზე მორგებული სახელმწიფოა. მოვიდნენ ხიშნიკები, ღარიბას კლანი შემოდის მე მთავრობა ხალხის მინ. 80% ინტერესების გამტარებელი მინდა, თორემ გადასახადების აკრეფვას და დასჯას მურვან ყრუ უკეთ ახერხებდა!. მეც მომცეს სამსახური.. განა უმადური ვარ?.. მაგრამ მე ნორმალურად და ქვეყანა ჭაობში… ეს არაა სიხარულის წინაპირობა. უზრდელი წუკი (წულუკიანი) რომ იქნება ამ ქვეყანაში რამე… მეზიზღება ეს სახელმწიფო.. წამოვალ სკანდალით და ლაივში ჩართვით. აი მერე კი უკვე მტერი ვარ ამათი.. ნაც-ქოცისა. 80% ბიძოს ჯიბეში… დანარჩენი კი გატყდება ქურდულად გადაუხდიან საკუთარ კომპანიებს. რესურსი არ ეყოფად და სხვას შუამავლად მოევლინებიან, ტენდერში ატკატებით. რაო არ იყო თუ? შენ გიჯდება მაქს 300$.. გიხდი 800$ მაგრამ 300 უკან უნდა დააბრუნო.. ეს სქემაა ხოდა ყველა კმაყოფილია. ბიძოც, ღარიბაც, კომპანიაც, მაგრამ..სახელმწიფო?ამიტომ მეზიზღება ასეთი სახელმწიფო… 200 ლიმონს რომ მოტეხავენ, გასაყოფად ყველას ეყოფა. აუდიტსაც, პროკურორსაც, მოსამართლესაც და ა.შ. ჩვენ სუსი გვიჭერს მხარს. მაგათზე რომ არის კომპრომატები, ისეთი უნდა… წამლები კი არადა ნარკოტიკი შედიოდა წუკის დროს ციხეში… ერთი დაიჭირეს, წვერით შეჰქონდა ჰეროინი და გაუშვეს… ნუ გავაშვებინეს გასაგები მიზეზის გამო. რაც ამ კლანურ და გაუმაძღარ რეჟიმს შეასუსტებს, მეც ის გამიხარდება.. არ შეიძლება გააკეთო, მილიონი დახარჯო და 2 წელიწადში ისევ ახლიდან იყოს გასაკეთებელი.. არ ესიამოვნათ ხიიშნიკებს, მკიდიაო.. მესამე პირზე გადავა პასუხისმგებლობაო… გაგიგიათ ჩინოსანი ასე ფიქრობდეს?.. თუმცა, მთელი სახელმწიფო მესამე პირზე არ არის გადაცემული?”
ხოდა, ჩინოვნიკი, რომელმაც ეს იანვარში მომწერა, ახლა გამწარებული ლანძღავს ზელენსკის, უკრაინას და თქვენ წარმოიდგინეთ, ალექსანდრე ყაზბეგსაც კი, კაცო, ჩვენ ალექსანდრე ყაზბეგს, იტყუებოდა ეგ, სადა აუპატიურებდა ჩვენ ქართველ ქალებს რუსი სალდათებიო… სამაგიეროდ ოცნების ქებაში ძვრება სული, აკაკუნებს და აკაკუნებს, ჩვენი ძვირფასო მთავრობის შეცვლა უნდათ, უკრაინა თუ ომს მოიგებს და თუ რუსეთმა წააგო, დაგვერხევა, ოცნებას შეგვიცვლიან და რა გვეშველება, დავიღუპებითო…
ის ადამიანი, თავისით რომ მომწერა და ერთ აბზაცში ორჯერ დაწერა, მეზიზღებიანო, ამეებს წერს ახლა.
მივწერე პირადში, რასა უბნობ, მა რას მწერდი ერთი თვის წინთქო და ბოდიშიო…
ეტყობა, ის ორი ლუკმაა ყველაფერი, რასაც გვიგდებენ, კუჭზე გადის, როგორც ჩანს ყველა გზა, თავმოყვარეობის, კაცობის, ქართველობის გზაც კუჭზე გადის, როგორც ჩანს. მაგრამ რა წამსაც პატარაზე აგიცდება ფეხი, ოცნება და ივანიშვილო, ეს ხალხი გადაგივლით პირველ რიგში, რადგან ეზიზღებით, არავინ და არაფერი რომ არ ეზიზღებათ, ისე ეზიზღებით, რადგან თქვენ მათ მთავარზე, ღირსებაზე აიძულეთ ხელის აღება, თქვენ მათ აიძულებთ, ყველას წაართვან, ღატაკსაც და უპოვარსაც და მოგიტანოთ, მერე კი გაქონ, გაქონ, იმ დაწყევლილი ორი ნაჭერი პურის გამო, უკარაქო პურის გამო, კარაქიანი პური სადაა, სადღაა კარაქი? კარაქი რუსებისთვის გვაქვს მისართმევი, რადგან, ოპერაცია, გადაარჩინე პუტინი – ჩაეშვა!
ღარიბაშვილის პრემიერად “მეორედ მოსვლიდან” ერთი წლის თავზე ჩაფლავებული საქმეები
კომენტარები