ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოს მთავრობავ!
ახლა ბევრმა ქებამ ტვინში არ აგასხათ და დროზე შეიმუშავეთ შემდეგი
1. სახლში დასხედითო, რომ გაიძახით, როგორ უნდა გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები?
2.როგორ შევიძინოთ გაათმაგებული ფასებით მედიკამენტებიი?
3. როგორ ვიყიდოთ სახლიდან გაუსვლელად ჰიგიენის საშუალებებიი?
4.როგორ მოუსმინონ ბავშვებმა ონლაინ გაკვეთილებს პირველ არხზე თუკი ,,მაგთის,, ანდა ,,ჯეოსელის ,, აბონენტები არ არიან და არ აქვთ წვდომა არათუ ინტერნეტზე, არამედ ტელევიზიებზეც?/ ფასი 30 ლარიდან ზევით მინიმუმ 47 ლარია!
5 . ამ თვის ბოლოს სრულდება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ფასიანია და ღირს 30 ლარი?/-როგორ გადავიხადოთ?
და ბოლოს….
სახლიდან გაუსვლელად
როგორ ვიარსებოთ მაშინ როცა საკვებ პროდუქტებს გაორმაგებული ფასებით გვთავაზობთ?//
პირადად მე არანაირი დანაზოგი არ მაქვს და ვერც ჩემები მიგზავნიან იტალიიდან!
ცოტა აზრზე მოდითმეთქიიიი…
აი ახლა აქ, გამპრავებლები არ დაგინახოთ თორემ გაწყენინებთ და მერე თქვენ თავებს დააბრალეთ..”
კომენტარები