იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულებს გერმანიის საავადმყოფოები მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE24, საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტზე, მიხაელ კრეჩმერზე დაყრდნობით, ავრცელებს.
მისი თქმით, იტალიის ხელისუფლებამ გერმანიას დახმარების თხოვნით მიმართა და კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ საქსონია კორონავირუსით ინფიცირებულ 6 მძიმე პაციენტს მიიღებს.
გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით დაავადებული პაციენტები.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მან ტესტის მას შემდეგ ჩაიატარა, რაც მერკელის პირად ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამჟამად გერმანიის პირველი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და ამ ფორმით განაგრძობს საქმიანობას.
კომენტარები