საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში.გარდაცვლილი ექიმები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყვნენ.
კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად პირველი ექიმი გარდაიცვალა.
მთლიანობაში პარიზის რეგიონში 490 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. CNN-ის ინფორმაციით, მათი 32 პროცენტი არის ექიმი, ხოლო 15 პროცენტი ექთანი. ამასთან სამი მათგანი ინტენსიურ თერაპიას გადის.
კომენტარები