პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“სულ ვერბალური “მხარდაჭერით” რომ შემოიფარგლებით და მერე გიკვირთ კრიტიკა შიგნით და გარეთ…
ყოვლისმომცველი, სიფრთხილედ მონათლული შიშის დემონსტრირების ნაცვლად ერთი ქმედებით აჩვენეთ სამყაროს, რომ თქვენს სიტყვას ფასი აქვს.
სავიზო რეჟიმის დაწესებაც კი ვერ გაგიბედავთ ქვეყანასთან, რომელსაც თვითონ პრაქტიკულად აკრძალული აქვს ჩვენი მოქალაქეების რუსეთში შესვლა…
თითქოს თქვენ, კარგებს, ვიღაცა ცუდად წარმოგადგენთ და ქვეყანა ზიანდება ამით.
ქვეყანა თუ ზიანდება, ზუსტადაც თქვენი მოძალადის შიშზე, “ომი გინდათ?!” განცდის დანერგვის პროპაგანდაზე, წინასწარი კაპიტულაციის გზავნილზე აგებული “პრაგმატული” პოლიტიკით და არა იმით, ვინ რას იტყვის…”
კომენტარები