„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„იმ დროს თბილისში ხალხი ავტომატებით რომ დარბოდა, ერთ–ერთ კორპუსში ცხოვრობდა 40–45 წლის უშვილო ცოლქმარი, სუსანა დეიდა და სერგო ბიძია:) სერგო მგონი მესაათე იყო, აი ქალბატონი სუსანა კი – პარიკმახერი. როგორც გავიგე ბატონი სერგო მოულოდნელად გარდაცვლილა… დაახლოებით ორ კვირაში სუსანას კლიენტების მიღება გაუგრძელებია და მეც თმის შესაჭრელად მივედი. კარი ახალგაზრდა, დაკუნთულმა ყმაწვილმა გამიღო. ვიფიქრე ოჯახის ნათესავი იქნება მეთქი, უცებ კართან ვიზუალურად ფრიად შეცვლილი (უკეთესობისკენ), გაპრანჭული, დეიდა სუსანა მოფრინდა ჭრელი ფერადი კაბით, გამიღიმა და შინ შემიპატიჟა. მივუსამძიმრე და სკამზე დავჯექი. სუსანამ ხელში მაკრატელი აიღო და დაიწყო თმის შეჭრა. დაკუნთული ახალგაზრდაც ოთახშია… მეც ვცდილობ ვუთანაგრძნო და ვუყვები თუ რა კარგი კაცი იყო ბიძია სერგო, რა კეთილი, რა ზრდილობიანი, მორჭმული–გამგებიანი… ვატყობ რომ დეიდა სუსანა ნერვიულობს, ეს საქმიანობაზეც ეტყობა, კიბე–კიბე მჭრის. მგონია, რომ გარდაცვლილი ქმარი ახსენდება და განცდებშია. ახალგაზრდა ყმაწვილიც ნერვიულობს და სიგარეტს ეწევა, ესეც არ მგონია არაბუნებრივი, ხომ ვთქვი ზევით, რომ ოჯახის ნათესავი მგონია… ძველებურად ვაგრძელებ, რა უჭირს თუ ცუდად მჭრის, კაცი გარდაიცვალა! ქალს ვანუგეშებ რა! მოკლედ ვეუბნები თუ რა თბილი კაცი იყო, როგორ უყვარდა ძია სერგოს მეუღლე და ალბათ ძალიან უჭირს ასეთი მოსიყვარულე ქმრის გარეშე არსებობა… დაკუნთული ყმაწვილი ახალ ღერს უკიდებს, სწრაფად გადის აივანზე და კარებს აჯახუნებს… სუსანა ჩუმად მეუბნება: ზვიადჯან ეს ჩემი ბავშობის სიყვარულია!!! ახლაც მახსოვს ნერწყვი რომ გადავყლაპე, ხმა აღარ ამომიღია, შესაბამისად ვერც ბედნიერება ვუსურვე… რომ არა კორონა ეს ისტორია ალბათ არ გამახსენდებოდა, თმა რობიზონ კრუზოსავით მაქვს:)))“
კომენტარები