ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქვეყანა დგას კორონავირუსის პირისპირ. რას აკეთებს ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი, მილიარდერი კაცი?
ის დგას და უსირცხვილოდ აგრძელებს ხეების თხრას და თავის პარკში მითრევას!
ამ კაცს არ რცხვენია არც განსაცდელში ჩავარდნილი მსოფლიოსი, არც ამ გამოწვევის წინაშე მდგარი თავისი ქვეყნის, თავისი მოსახლოების და ბოლოს, მის მიერვე ხელდასხმული მთავრობისაც კი, რომელიც როგორც შეუძლია და რანაირადაც ახერხებს – ცდილობს გაუმკლავდეს ამ გაუგონარ გამოწვევას.
მას ერთად ვკიდივართ იმ გიგანტურ ხეებზე – ხალხიც და თავისივე დანიშნული მთავრობაც”
კომენტარები