პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 40 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, “ქართული ოცნების” თითქმის არცერთ დეპუტატს პრეზიდენტისთვის ტაში არ დაუკრავს. დარბაზში მხოლოდ ოპოზიციის აპლოდისმენტები ისმოდა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თავიც კი არ აუწევია. მეტიც, მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტმა მართლად ისაუბრა თავის გამოსვლაში ის, რომ მას უფლება არ მისცეს შეხვედრები მოეწყო ევროპაში და პირადი არხები გამოიყენა, ეს კონსტიტუციის დარღვევაა, როგორც ჩანს, იგი საერთოდაც არ უსმენდა ზურაბიშვილს.
შსს მინისტრი კი გაურკვეველმა sms-მა გაამხიარულა.
პრემიერი არც კი მისალებია.
მას შემდეგ კი რაც ზურაბიშვილმა საპარლამენტო ლოჟაში გადაინაცვლა, მასთან მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა.
ვიდეოები – ტვ პირველი
კომენტარები