წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა:
“13 მარტს დაიბომბა, დაბომბეს, დაგვიბომბეს (!) ომის პერიოდში დამეგობრებული ქ. იავოროვი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯერ კიდევ ომამდე, დაუჭირა მხარი უკრაინის მოსახლეობას, ხოლო, ომის გამოცხადების პირველსავე დღეს, ჰუმანიტარული მისიით გამოაცხადა დამეგობრება ქ.იაროვოვთან. შეგროვდა და გაიგზავნა საკვები, სამოსი, მედიკამენტები.
ქ. წალენჯიხაში და ქ.ჯვარში მოხდა სიხლის დონაცია.
იავოროვის მერთან, იგორ გრაბოვსკისთან, საუბრისას გამოიკვეთა, რომ აუცილებელია მეტი… მეტი მობილიზება და მხარდაჭერა, რადგან, ქალაქი ზურგის ფრონტის ცხოვრებით ცხოვრობს, ჰოსპიტალურ სექტორში ღებულობენ დაჭრილებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია ტექნიკური მხარდაჭერა -კონკრეტულად დიზელ-გენერატორებით და წყალსაქაჩის ძრავებით, რადგან ღამის პერიოდში დაბომბვის საფრთხის გამო ხდება ელ.ენერგიის გამორთვა და აღნიშნული დანადგარები ვერ უძლებენ დატვირთვას.
(წერილი) Здраствуйте я Ігарь . Директор ,, “явороввода”. ,, по пручению глави города . пишу список что не обходимо для поддержки жизненно важних обєктов города . Насос для скважени WiLO 09-185-04(SM8/67) вертикальний кожух для глубинного насоса WILO ту – у28.1-37017596. Дизель генератори мощностю :20,25, 30,70. кВт. СЛАВА УКРАИНЕ!
ეს უკვე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ორგანიზების საკითხია-სოლიდური ფინანსური მობილიზაციის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების, უსაფრთხოდ მიწოდების და ა.შ. თვალსაზრისით. თქვენი სახელით, წალენჯიხის სახელით, თავისუფლებისმოყვარე საზოგადოების სახელით, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
მჭიდრო კავშირზე ვარ უკრაინის საელჩოსთან. ამასთან, ვიმყოფები თბილისში, რათა მოვახდინო წალენჯიხის გულშემატკივართა, მეგობართა კონსოლიდაცია და გაუწყებთ, რომ ყალიბდება “სგფ წალენჯიხა”. (სოლიდარობისა და განვითარების ფონდი წალენჯიხა) – ფონდი სოლიდარობისა ომის პერიოდში, განვითარებისა-გამარჯვებული მშვიდობიანობის ჟამს, რომელიც ორივე ქვეყანას – უკრაინას და საქართველოს აუცილებლად დაგვიდგება!
დიახ, ღირებულია მხოლოდ გამარჯვებული მშვიდობა!
მექნება თხოვნა, ფონდის საქმიანობაში ჩაერთოთ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციონირებისა, ჩაერთოთ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში.
“სგ ფონდი” იქნება დაფუძნებული ნდობაზე და სრულ გამჭვირვალეობაზე. თითოეული დონორი თვალს მიადევნებს საკუთარი შემოწირულობის მიზნობრიობას და ფინალურ შედეგს. ფონდის გამგეობა იმუშავებს ანაზღაურების გარეშე -ეს იქნება მათი შენატანი ამ დიად ამბავში.
ამ ეტაპზე ესაა. ინფორმაციას მოგაწვდით ინტენსიურად. მადლობა. მეიმედებით. გეიმედებოდეთ.”
შეგახსენებთ, კვირას დილით, დასავლეთ უკრაინაში მდებარე სამხედრო ცენტრი 30 რუსული რაკეტით დაიბომბა. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს მოხდა, 35 ადამიანი დაიღუპა და 134 – დაშავდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეხმაურება და წერს: „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმას სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე იავოროვში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს. სისასტიკე უნდა შეწყდეს,“
კომენტარები