ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“კარგი იქნებოდა “ოდნავ ზევით” მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემეტარულს ანსხვავებს – ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს:
პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ციხეშია და არაფერს აკეთებს;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის ,,Не выносят сор из избы” მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტ მთავრობაზე;
პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოყავდა არგუმენტებად თავის პრესკომფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს”
კომენტარები