“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“ეხლა ენმ-ის რამდენიმე ექსლიდერზე მასალა რომ დავდო, რომლითაც დასტურდება მათი კავშირები ქოცებთან, კორუფციასთან და ათას უბედურებასთან, ეშმაკის ფეხის მკვნეტელად შემრაცხავენ – როგორ გაბედეო (კიტაროს ფორთოჩკიდან რა!), სამაგიეროდ, საკუთარი შეხედულებებით უმარტივესად აკრავენ იარლიყებს, ვისაც უნდათ და როგორც უნდათ
ამიტომ არც მასალას ვდებ (და ვატოსაც სულ ვუკრძალავდი) და ყურადღებით ვაკვირდები, როგორ მოდის ის ცნობილი მატარებელი დაღმართში…
აღარ სჭირდება ხელის წაშველება…
ისევ დავდებდი ლორთქიფანიძის “ალკიბიადესს”, მაგრამ მეზარება…
ისედაც, აზრი არ აქვს.
მაინც ყოველთვის სხვას ხედავენ ადამიანები ნეგატივში და არა საკუთარ თავს…
დიახ, დიახ, ძალუმად მომხიბვლელია ადამიანი საკუთარ პრიორიტეტებში…”
კომენტარები