ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“ მონაწილე, ბაჩანა შენგელია:
„მეოთხე წელიწადია პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა კარგია ის თუ ცუდი. ამ საზოგადოებას პერიოდულად პრეტენზია აქვს ხოლმე სამედიცინო, სამხედრო, პოლიტიკურ, სპორტულ, ისტორიულ, ასტროლოგიურ, მათემატიკულ, გეომეტრიულ, სპირიტულ, კვანტური ფიზიკის, ასტრონომიის, კინომატოგრაფიულ და მოდის სფეროში ექსპერტობაზე.
გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს:
1. საქართველომ დაიწყო ომი – ეს არის მისი მოღალატეობრივი განცხადება, რომელსაც დღემდე არ ცვლის და სულ ერთი კვირის უკან გაიმეორა, რომ ,,საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის მიმართ ომის დაწყების საკითხებზე კითხვის ნიშნები არ არსებობსო”.
მოღალატე როგორ შეიძლება იყოს კარგი?
2. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მის საარჩევნო ბანერებზე გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია. ანუ ქართული ოცნებაც ხვდებოდა, რომ ის ისეთი ცუდი პიროვნებაა, მისი გამოჩენაც არ შეიძლება და საკუთარი ,,პოზიტივებით” ჩაანაცვლა. სალომე ისეთი უტიფარია, რომ ამან უხერუხლობა არ შეუქმნა. მას არც მისმა ძალადობრივმა კამპანიამ შეუქმნა დისკომფორტი და ამ კამპანიას შეწირულმა ადამიანის სიცოცხლემ. ეს არის უტიფრობა.
უტიფარი როგორ შეიძლება იყოს კარგი?
3. მან პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ნარკომოვაჭრე, პედოფილი და სხვა უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანი. ასევე შეიწყალა ძებნილი ადამიანი, რაც საერთოდ ისტორიულად გაუგონარი ამბავია და ზოგადად ეწინააღმდეგება შეწყალების არსს და კონცეფციას (ამაში ალაბთ იურისტების დამეთანხმებიან). ეს არის კრიმინალი.
კრიმინალი როგორ შეიძლება იყოს კარგი?
4. ის 2020 წლის არჩევნების წინ ეწვია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და ყოველგვარი საჭიროების გარეშე განცხადებით ლამის გააღვივა კონფლიქტი მეზობელ აზერბაიჯანთან. ამის შემდეგ ორი უდანაშაულო ადამიანი დატყვევეს, იმისთვის, რომ ტვ იმედის გამოსახულებაზე წინასაარჩევნოდ ყოფილიყო წარწერა ,,გარეჯი საქართველოა”. მან ასევე განაცხადა, რომ ჩვენ ჯარი არასდროს გვყოლია და არც გვეყოლება.
ესეც ქვეყნის ღალატია, იხ. პუნქტი პირველი.
5. ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანმომენტში, როდესაც ხდებოდა აშკარა გადახვევა დემოკრატიული ღირებულებებიდან, როდესაც თავზე გვახევდნენ მართლმსაჯულებას, ატერორებდნენ დამოუკიდებელ მედიას, კლავდნენ ჟურნალისტს, აყალბებდნენ არჩევნებს, ატყვევებდნენ პოლიტ-პატიმრებს, გამოაშკარავდა საყოველთაო მოსმენა-მიყურადების ფაქტები (მათ შორის სასულიერო პირების მიმართ), ის მუდმივად სდუმდა. სამაგიეროდ პუტინს რომ აგინა გაბუნიამ, პირველმა გამოთქვა ,,აღშფოთება”. ეს კოლაბორაციონიზმია.
როგორ შეიძლება კოლაბორაციონისტი იყოს კარგი?
და კიდევ უამრავი, უთვალავი რამ. შეგიძლიას სია უსაშველოდ გააგრძელოთ…
განსაკუთრებულად გაუგებარი და პრიმიტიული ხალხისთვის ვდებ ფარისევლურ ფოტოს, რითაც მან დაიწყო ,,მოღვაწეობა”.
ფარისეველი როგორ შეიძლება იყოს კარგი?“
კომენტარები