ოკუპანტებმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ქალაქიდან ევაკუაციის ნება დართეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერის მრჩეველ, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“13:00 საათისთვის ჩვენ გვაქვს დე ფაქტო დადასტურება დუმილის რეჟიმის დე ფაქტო დაცვის შესახებ მარიუპოლის მარშრუტზე კერძო ტრანსპორტის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით. 50-მა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მოძრაობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ დროისთვის საგუშაგოების გავლა უპრობლემოდ მიმდინარეობს ეს არის ერთადერთი დერეფანი, რომელიც ფაქტობრივად მუშაობს დღეს.”,- ამბობს ის.
როგორც UNIAN იტყობინება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მარიუპოლი მთლიანად ბლოკირებული იყო როგორც ევაკუაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ქალაქში უმძიმესი ვითარებაა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.
კომენტარები