უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ვანო ნადირაძე, “მთავარ არხთან” კადიროვზე საუბრისას, ამბობს:
“როგორც შემოიპარა ტურასავით, გაისროლა მუქარები, გაიპარა ტურასავით, ჩემი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინა უკვე დატოვა, ჩერნობილის გავლით, ბელარუსში გადავიდა და ახლა სავარაუდოდ იქ იმყოფება. უკრაინაში მხოლოდ 1 დღე იმყოფებოდა და მისი მიზანი იყო პიარი და რუს სამხედროებში “მოტივაციის ამაღლება” იყო, რასაც უკვე აღარაფერი ეშველება – პუტინის არმია სრულად დემორალიზებულია.
ჩემი ინფორმაციით, კადიროვი უკრაინაში ჩერნიგოვოსთან, სოფელ ზარეჩიასთან იმყოფებოდა და ხალხით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იმალებოდა და სწორედ იმის გამო, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი იქნებოდა, ტერიტორიის “დამუშავება” ვერ მოხდა. უკრაინაში ჩასვლისთანავე კადიროველების დიდი ნაწილი უკრაინულმა არიამ გაანადგურა.”
ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელშიც, წერს:
“კადიროვი ეგ ბოზი, ჩამოვიდა იბლატავა და აითესა…. მაინც დედა გაქვს მ… ლი”
კომენტარები