მწერალი, დინა მირცხულავა:
“მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვწერ ხოლმე მსგავს პოსტებს, რომ შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს და არა იმიტომ რომ საზღვარი გადავკვეთე და მაგარი ვარ….
უბრალოდ ერთ დღეს მოიცალეთ და ნახეთ დედების ასამდე ჯგუფები სოცქსელში.
მერე მიხვდებით რატომ ვართ იქ, სადაც ვართ, რატომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, რატომ არ შეგვიძლია ვიკამათოთ კორექტულად, რატომ ვართ ასეთი აგრესიულები, რატომ შეუძლია 15, 16, 17 წლის ლაწირაკს (დიახ, ლაწირაკს!) შემოგიხტეს კომენტარებში და ოეე, კომუნისტო და მონობაში გაზრდილო – გეძახოს….
გუშინ ერთ – ერთ ჯგუფში თმებით ითრიეს დედებმა ერთმანეთი.
რას ჰქვია ბავშვს დილით კომბოსტო მიეცი და არა ბროკოლიო ?!
იქ ამბავი იყო, იქ ერთმანეთს ლანძღავდნენ, იქ ერთმანეთს აგინებდნენ – ფრთხილად გამოვიხურე კარი და გამოვიძურწე.
ახლა გეკითხებით, ამათი გაზრდილი შვილები რა იქნებიან ?!
უმეტესობა უზრდელი, თავხედი, აგრესიული….
რა თქმა უნდა, იშვიათიც გამოერევა, მაგრამ “ლენცოფას ჯერ არსად მოუსხამსო ვარდი” – ქართულია ეგეც*
მე სერიოზულად მეშინია უკვე აქ ადამიანების.
მეშინია მათი “უშუალობის”.
არ ვიცი, გამოსავალი რა არის, მაგრამ ის რაც ხდება იმ კონკრეტულ ჯგუფებში არის ერთი დიდი, ფსიქიატრიული კლინიკის საერთო სურათი.
უბრალოდ დაინტერესდით და ნახეთ.
თან ბოდიში, რომ ასე შორიდან ვქადაგებ და ვერაფერს ვცვლი”
კომენტარები