ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად. რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, ასევე იქნება ლეტალური შემთხვევები, როგორც ახლა, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ, გვინდა ეს პროპორცია შევინარჩუნოთ. ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდაგავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ. პირობითია ეს ცნება, მაგრამ ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა მთლიანად ვერ გადავრჩებით“
კომენტარები