“ლეიბორისტული პარტიის” წევრი, მიშა ქუმსიშვილი:
“ვფიქრობ ბიძინას გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილის შეწყალება და მისი ქვეყნიდან გაშვება. ამის ნიშნებს ვხედავ ოცნების შიგნით პრეზიდენტთან დაპირისპირებაში, რომელიც ძალიან ხელოვნურია.
ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ “დაპირისპირებას” (და პირველ რიგში გეოპოლოტიკური ამბები), მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო ჩემი აზრით სააკაშვილის საკითხიც არის. ფაქტია მისი ციხეში ყოფნა ახლა ოცნებისთვის ტვირტთი უფროა ვიდრე რაიმე სარგებლის მომტანი. (პოლიტიკური სარგებელი რაც ასაღები იყო, უკვე აიღო).
ამიტომ:
ხელოვნურ დაპირისპირებას იმ დონემდე მიიყვანენ, რომ ხალხი პრეზიდენტს და მმართველ პარტიას ერთ გუნდად აღარ მოიაზრებდეს, რის შემდეგაც სააკაშვილს შეაწყალებინებენ და ამ პასუხისმგებლობას მთლიანად მას შეტენიან. საკუთარ ამომრჩევლებში მშვენივრად გაიპრავებენ და თან სააკაშვილის სახით ზედმეტ თავის ტკივილსაც ქვეყნიდან მოიშორებენ.
ამის შემდეგ შეიძლება სალომეს იმპიჩმენტიც მოაწყონ.
კი თქვა ამ ქალმა “არა და არასდროს”-ო, მაგრამ სალომეს ტრანსფორმაციები არ გვინახავს თუ რა?!
ნუ მოკლედ ვნახოთ, ესაა ჩემი პროგნოზი”
კომენტარები