პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“სალომე იქით იყოს და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ქო-ს დღევანდელ განცხადებაში არის იმ ყალბი ნარატივის დამკვიდრება, რომ სანქციების დაწესება ავტომატურად ომის დაწყებას ნიშნავს.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსურდი და შემიძლია დავიმოწმო რამდენიმე ათეული ქვეყანა, რომელმაც სანქციები დააწესა, მაგრამ ომი არ დაწყებულა.
მოლდოვის მაგალითი ტყუილია, რადგან მოლდოვას ნამდვილად აქვს პრობლემა ენერგო-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენგან განსხვავებით. სამაგიეროდ ასი ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და არა ჩვენსავით რამდენიმე ათეულ ათასი რუსი არც თუ ლტოლვილი.”
კომენტარები