ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელარუსის მიმართულებით Точка-У-ს ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის სროლაში ადანაშაულებს.
” შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. რაკეტა რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ზონაში მყოფი უკრაინული ქალაქი პრიპიატის თავზე უვნებელყვეს. სადღაც იქ გდია. ვისაც აინტერესებს, ვინც ახლოს არის, მიდით, ნახეთ. დამალული არაა. რა იყო ეს? მათ რა, ერთი რაკეტით უნდათ ბელარუსის დაბომბვა? ეს რაკეტა ჩვენამდე უბრალოდ ვერ მოფრინდება. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? რათა აგვაღელვონ და პასუხის გაცემა დავიწყოთ. ასეთი სულელები არ ვართ. თუ ვუპასუხებთ, ღირსეულად ვუპასუხებთ. ჯერ ვითმენთ”
კომენტარები