ექიმი გიორგი ღოღობერიძე:
„ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეც ჩავსულიყავი იქ, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი, ექიმების დახმარება. უკრაინაში ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, ამ გუნდს შევუერთდე. ჩვენ თავის დროზე როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა.
დროა, ჩვენც ამით ვუპასუხოთ. ვფიქრობ, იქ ჩასვლა საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ბავშვებს და ხალხს დავეხმაროთ, რომლებიც მძიმე სიტუაციაში გამოსავალს ეძებენ. ჩვენ შეგვიძლია, სამედიცინო კუთხით გვერდით დავუდგეთ ხალხს”
კომენტარები